აკუსტიკა

აკუსტიკა

შენობისა და ოთახის აკუსტიკა ეხება მთლიანად შენობას, დაწყებული მისი სტრუქტურიდან დამთავრებული მთლიანი ინტერიერით. სწორი აკუსტიკური პროექტირება აუცილებელია შენობის საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოსთვის. აკუსტიკისთვის დიდი გამოწვევაა ერთის მხრივ ძალიან ხმაურიანი და მეორეს მხრივ ძალიან ჩუმი გარემო.

აკუსტიკური პროექტირება შეიძლება წარმოადგენდეს ახალი შენობის, ძველი შენობის განახლების ან შეცვლის ნაწილს, სადაც, მაგალითად, ძველი ობიექტი შეიძლება გარდაიქმნას ოფისად ან საცხოვრებელ ადგილად. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს გარემო, საავადმყოფო, სკოლა, საბავშვო ბაღი ან საცხოვრებელი შენობა. სამშენებლო რეგულაციები და სტანდარტები თავის მხრივ ქმნის ბარიერს აკუსტიკური პროექტირებისთვის.

პროექტირებას ყოველთვის ვიწყებთ შენობისა და ყოველი ოთახის აკუსტიკური მოთხოვნების განსაზღვრით, მისი ფუნქციის გათვალისწინებით. გარდა ამისა, გაგვაჩნია ჩვენი შეხედულებები შენობაში სხვადასხვა მოწყობილობების განთავსების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში ხმის იზოლაციისთვის აუცილებელი ბარიერების განთავსების შესახებ მოსაზრებები.

შენობის აკუსტიკური პროექტირების დროს ვითვალისწინებთ შემდეგ ასპექტებს:

  • ხმის იზოლაცია სხვადასხვა სივრცეებს შორის
  • ფასადური ხმის იზოლაცია სატრანსპორტო ხმაურის შემთხვევაში
  • HVAC ხმაურის კონტროლი

შენობის აკუსტიკური პროექტირების მიზანია ობიექტის ფუნქციის მიხედვით სწორი აკუსტიკური გარემოს მიღწევა ბგერის თვისებების შესაბამისი კონტროლით, სივრცეში არსებული ზედაპირების მასალებისა და აკუსტიკური ელემენტების დახმარებით. ამ პროცესმა შეიძლება მოითხოვოს ბგერის გავრცელების კონტროლი. ოთახის აკუსტიკური პროექტირებისას ჩვენ ვსაზღვრავთ კედლებისა და ჭერის დაფარვის მასალებს და მათ რაოდენობას ყოველ ოთახში და თუ აუცილებლობა მოითხოვს, ვსაზღვრავთ აკუსტიკური ელემენტების სტრუქტურას.

ჩვენი სერვისი ასევე გულისხმობს სამუშაოების ადგილზე ზედამხედველობას, ისევე როგორც საბოლოო აკუსტიკურ აზომვებს, რაც განსაზღვრავს პროექტირების სწორ შესრულებას. ობიექტზე აკუსტიკური გარემოს შეფასებისას, მხედველობაში ვიღებთ ისეთ გარემოებებს როგორიცაა ხმის იზოლაცია, ოთახის აკუსტიკა და ხმაურის კონტროლი.

ისეთი ობიექტები როგორიცაა საკონცერტო დარბაზი და თეატრი მოითხოვს განსხვავებულ აკუსტიკურ პროექტირებას.

მეტი ინფორმაცია

  • იუკა აჰონენი (ჰელსინკი)
  • ოსკარ ლინდფორსი (ჰელსინკი)
  • ანსი რუუსუვუორი (ტურკუ)
Rakennus- ja huoneakustiikka - Oulun seurakunta
Rakennus- ja huoneakustiikka - Pyhän Laurin kappeli