აუდიოვიზუალური პროექტირება

აუდიოვიზუალური პროექტირება

მშენებლობის დაგეგმარების დროს მიღებულ უნდა იქნას მხედველობაში აუდიოვიზუალური სისტემები, როგორიცაა კონფერენც-ტექნოლოგიები და გახმოვანების სისტემები. ობიექტის ფუნქციურ მოთხოვნილებებზე ორიენტირებული კომპლექსური გადაწყვეტილებები უკეთესი შედეგის მომტანია ვიდრე ზოგადი აუდიოვიზუალური ნორმები.

ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებს აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების და სისტემების შესყიდვებთან დაკავშირებით, როგორც ახალი ისე განახლებადი შენობებისთვის. აგრეთვე გვაქვს მიღებული მონაწილეობა უკვე არსებული აუდიოვიზუალური სისტემების განახლებაში.

აუდიოვიზუალური პროექტირება საჭიროა ისეთი ლოკაციებისთვისაც, სადაც გამოსახულება ან/და ხმა გამოიყენება კომუნიკაციის, წარმოდგენის გამართვის, პრეზენტაციის, საგანმანათლებლო ან გადაწყვეტილებების მიღების მიზნით (მაგალითად კენჭისყრის პროცედურა). ამ ტიპის დაწესებულებებს მიეკუთვნება კერძო და სახელმწიფო სამსახურები, შეხვედრების და საკონფერენციო დარბაზები, სკოლები, სპორტული დარბაზები და რელიგიური დანიშნულების მქონე შენობები.

ჩვენს პასუხისმგებლობაში შედის შენობის შიდა ფონური, განგაშისა და სამაუწყებლო გახმოვანებისთვის მოთხოვნების დაწესება, აუდიოვიზუალური მოთხოვნების შესაბამისად (როგორიცაა სივრცეების დარეზერვება, ელექტროენერგიის მიწოდება, გაყვანილობა). ჩვენ აგრეთვე ვახდენთ აუდიოვიზუალური სისტემების დაგეგმარებას, დამკვეთს ვუწევთ კონსულტაციას შესყიდვებთან და ტენდერთან დაკავშირებით და ვახდენთ აუდიოვიზუალური სამუშაოების ზედამხედველობას.

აუდიოვიზუალური პროექტირების ეტაპები

პროექტის დაგეგმარებისას, მშენებელთან და დამკვეთთან ერთად, ვსაზღვრავთ ამ პროექტის ფუნქციონალურ მახასიათებლებს. დამატებით, აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენებით, ვახდენთ ხარჯების წინასწარ შეფასებას და ვსაზღვრავთ რა აუცილებელი სახარჯი მასალები უნდა იყოს გამოყენებული, რათა დადგინდეს მშენებლობის ხარჯებთან მიმართებაში აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების წილი.

პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მშენებელს ვუწევთ დახმარებას პროექტით ხელმძღვანელობაში.

კონკრეტული პროექტირების ეტაპზე, ჩვენ ვახორციელებთ პროექტით გათვალისწინებულ მასალათა რევიზიას, აგრეთვე სამონტაჟო, საინჟინრო და საინსტალაციო სამუშაოების ზედამხედველობას. ამაში შედის სივრცის შერჩევა მოწყობილობებისთვის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის, ელექტროენერგიის დისტრიბუციისთვის, დაქსელვისა და გაგრილება-გაციების სისტემებისთვის.

საპროექტო სამუშაოების კოორდინირებულად შესრულება მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

საჭიროების შემთხვევაში, ვახდენთ სივრცის ვიზუალის პროექტირებას, აუდიოვიზუალური ობიექტისა და შენობისთვის მონაცემთა მოდელირებას კომპიუტერული პროგრამების საშუალებით. კონსულტაციას ვუწევთ მშენებელს აუდიოვიზუალური ტექნოლოგიის შესყიდვასთან დაკავშირებით და ვეხმარებით სატენდერო საკითხების მოგვარებაში.

გარდა ამისა, ვთავაზობთ კონსულტაციას აუდიოვიზუალური პროექტირების ცალკე პროდუქტად შესყიდვის შემთხვევაშიც. მონაწილეობას ვიღებთ შესასყიდი აღჭურვილობის განსაზღვრასა და ექსპლოატაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შემოთავაზება მოიცავს აუდიოვიზუალურ პროექტირებას, ასევე ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ცალკეული ამოცანების გადაწყვეტაშიც.

საკონსულტაციო შეთანხმება ყოველთვის დგება პროექტის დაგეგმვის გათვალისწინებით და მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პროექტში ჩვენს პასუხისმგებლობაზე. აუდიოვიზუალური დიზაინის პროექტირება ყოველთვის სპეციფიურია და დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნებზე. რეალური პროექტის მართვა შედის მშენებლის/დამკვეთის პასუხისმგებლობაში, თუმცა საჭიროებისამებრ, ყოველთვის შეგვიძლია დახმარების გაწევა პროექტის მართვასა და კოორდინაციაში.

სტანდარტები და აკრედიტაცია

  • ხარისხის სისტემა, რომელიც აკუკონის პროექტებში აკმაყოფილებს ISO 9001 სერტიფიკატის მოთხოვნებს
  • IFC 2x3 მოდელი
AV-suunnittelu - ECHA
AV-suunnittelu - Fingrid