ხმაური და ვიბრაცია

ხმაური და ვიბრაცია

ფრთხილი დაგეგმარების შედეგად, გარე ხმაურის, მიწისქვეშა ხმაურისა და ვიბრაციის შესახებ კვლევებისა და ანგარიშების წარმოებით ჩვენ შეგვიძლია კარგი გარემო პირობების უზრუნველყოფა როგორც შენობის შიგნით ისე შენობის გარეთ. ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება, როცა ხმაურისა და ვიბრაციის გვერდითი ეფექტი მინიმუმდეა დაყვანილი.

გვერდითი ეფექტის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა უზრუნველყოფს გაცილებით უკეთეს ფუნქციონალურობას და ხარჯების შემცირებას. ეს ეხება შენობებში და საგზაო მარშრუტებზე ხმაურის და ვიბრაციის შერბილებას და ქალაქის რაიონებისა და საგზაო მარშრუტების სწორ დაგეგმარებას.

ჩვენი სერვისი მოიცავს გარე ხმაურის, მიწიქვეშა ხმაურისა და ვიბრაციის ანალიზს, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ პროექტირებას, კონსულტაციას და გადამზადებას. გარე ხმაურისა და ვიბრაციის დაპროექტებით ჩვენ ვთავაზობთ დამკვეთს მრავალმხრივ მომსახურებას, რომელიც მოიცავს აზომვებს, მოდელირებას, გაანგარიშებას, ანალიზსა და ანგარიშის მომზადებას.

მიწისქვეშა ხმაურისა და ვიბრაციის შერბილების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სტრუქტურულ ინჟინრებთან, გეო-ინჟინრებთან და არქიტექტორებთან.

გარემო ხმაური

გარემო ხმაურის შესახებ კვლევები როგორც წესი დაკავშირებულია მიწადსარგებლობის დაგეგმარებასთან, ახალი შენობების მშენებლობასთან, შენობის განახლებასთან, დამატებით მშენებლობასთან, სამრეწველო გარემოსდაცვით ნებართვებთან ან ახალი გზის ან სარკინიგზო მიმოსვლის გარემოზე ზემოქმედების ანალიზთან.

გარემო ხმაურის ანგარიშში შეიძლება ასახული იყოს:

  • მიმდინარე ან სამომავლო სიტუაციის ანალიზი: არის თუ არა დაცული გარემო ხმაურის შესახებ ნორმები?
  • საკონტროლო აზომვების ანალიზი: სად და როგორ შეიძლება იყოს ნორმები დარღვეული?
  • ხმაურის კონტროლთან დაკავშირებული ქმედებების შემუშავება და პროექტირება: როგორ შეიძლება გადაიჭრას არსებულ ან დაგეგმილ შენობებთან დაკავშირებული ხმაურის პრობლემები და ამავე დროს არ დაირღვეს განსაზღვრული ნორმები?

გარემო ხმაურის ანგარიშების წარმოება მიმდინარეობს, მაგალითად, სატრანსპორტო მოძრაობასთან ახლოს ან სამრეწველო ნაგებობესა და ნავსადგურებში, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს მთელ ქალაქს ან რაიონს. აზომვები და კალკულაცია ასევე ტარდება სასროლეთში და ავტოსპორტულ ნაგებობებში, აგრეთვე ღონისძიებების ჩატარების ადგილას ღია ცის ქვეშ.

კარგად ჩატარებული წინასწარი კვლევები ხშირად იწვევს ხარჯებისა და ხმაურის მნიშვნელოვან შემცირებას, რაზე დაყრდნობითაც შემდგომში უნდა განხორციელდეს პროექტი.

ვიბრაცია და მიწისქვეშა ხმაური

ჩვენს მიერ ვიბრაციასა და მიწისქვეშა ხმაურზე ჩატარებული კვლევები ძირითადად მოიცავს ახლომდებარე სატრანსპორტო გზებს, დასახლებულ პუნქტებსა და სამრეწველო ობიექტებს. წყარო შეიძლება იყოს, მაგალითად, არსებული ან დაგეგმილი სატრანსპორტო გზები და კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ცალკეული შენობა ან მთელი დასახლებული რაიონი.

ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ იმაში რომ ვიბრაცია და მიწისქვეშა ხმაური არ ვნებს შენობაში მყოფ ადამიანებს და ვიბრაცია არ აზიანებს შენობას. დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიბრაციასა და მიწისქვეშა ხმაურის შესახებ ანგარიშები რისკების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ვიბრაციისა და მიწისქვეშა ხმაურის შესახებ ანგარიშები კეთდება იმისთვის რომ დასახლებული რაიონის შიგნით ან მის ქვეშ გამავალმა სარკინიგზო გზამ არ შეზღუდოს მომავალში მიწადსარგებლობა. ამის გარდა, შეგვიძლია დასახლებულ ფუნქტში ან მის ქვეშ ასაშენებელი ახალი სარკინიგზო გზებისთვის განვსაზღვროთ შესაბამისი მოთხოვნები.

კონსულტაცია შეიძლება იყოს ფოკუსირებული ხმაურისა და ვიბრაციის გამომწვევ წყაროზე, როგორც შენობის შიგნით ისე მის გარშემო. ამის მაგალითია ელექტროსადგურის მიერ გამოწვეული ხმაური, რომელიც აღწევს ახლომდებარე შენობების ოფისებამდე და საკონფერენციო დარბაზებამდე.

ჩვენ გაგვაჩნია ვიბრაციის მიმართ მგრძნობიარე კვლევითი და სავიზუალიზაციო მოწყობილებები. ამ მოწყობილობებისთვის, მშენებლობის დაწყებამდე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩუმი გარემო ვიბრაციის ზუსტი აზომვებისთვის და შესაბამისი დასკვნისთვის.

ანგარიშები ვიბრაციისა და მიწისქვეშა ხმაურის შესახებ ხშირად კავშირშია სახელმწიფო კანონმდებლობასთან და მოთხოვნებთან. ანაგარიში შეიძლება ეხებოდეს ქალაქის დაგეგმარებას ან მშენებლობის ნებართვას. მაგალითად, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ანგარიშები, რომლებიც მზადდება სახელისუფლებო ორგანოებისთვის და გარემოზე ზემოქმედების რისკების მართვისთვის.

უნიკალური ექსპერტიზა

ჩვენ შევქმენით მიწისქვეშა ხმაურის შეფასების საკუთარი ფორმულა, რომელიც, მაგალითისთვის, იძლევა საშუალებას სარკინიგზო ხაზებისა და გვირაბების მშენებლობისას, სარკინიგზო მოძრაობის ამოქმედებამდე, წინასწარ შეფასდეს მიწისქვეშა ხმაური.

ჩვენ ვახორციელებთ აკრედიტებულ აზომვებს მოწყობილობის გამოყენებით, რომელსაც უკეთდება კალიბრაცია აზომვის ეროვნული რეგულაციების მიხედვით. გარემო ხმაურის დაანგარიშებისათვის აგრეთვე ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს.

დამატებითი ინფორმაცია ხმაურის, მიწისქვეშა ხმაურისა და ვიბრაციის პროექტების შესახებ

Melu, runkomelu ja tärinä - Metro
Melu, runkomelu ja tärinä - VR