პერფორმანსის ობიექტები

პერფორმანსის ობიექტები

მიზნობრივი ობიექტი შეიძლება იყოს თეატრი, საკონცერტო დარბაზი, გასართობი მოედანი ან მათი ერთიანობა. ობიექტის პროექტირება შეიძლება ეხებოდეს როგორც ახალ ისე განახლებად შენობას.

ამასთანავე, პროექტის მიზანი შეიძლება იყოს ძველი საწარმოს ფუნქციის შეცვლა და კულტურულ ცენტრად გადაქცევა. ამის კარგი მაგალითია ფინეთის ქალაქ ტურკუში მდებარე ლოგომოს ცენტრი, სადაც მოხდა ფინეთის რკინიგზის ერთ-ერთი ოპერატორის დეპოს მრავალფუნქციურ შენობად ტრანსფორმირება.

ჩვენი ტიპიური დამკვეთი არის მშენებელი, რომელიც ეძებს შესაბამის სფეროში გამოცდილ პარტნიორს. მშენებელთან ერთად გავდივართ პროექტს ეტაპობრივად, რათა გამოვავლინოთ პროექტისათვის საჭირო სხვა სპეციალისტები. გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ კონსულტაციას ხელოვნებასა და გასართობ ღონისძიებებზე მორგებული პროექტირების შესახებ.

პერფორმანსის ობიექტის ძირითადი შემადგენელი ნაწილია აკუსტიკა, შოუ ტექნოლოგიები (განათება, გახმოვანება, სასცენო მექანიზმები), ობიექტის ფუნქციონალურობა, ელექტრონული მედიის მოთხოვნები.

ფერფომანსის ობიექტებთან მიმართებაში ჩვენს მომსახურეობაში შედის:

  • მშენებლობის შესახებ საექსპერტო მომსახურება
  • სწორი ფუნქციონალური დიზაინი
  • აკუსტიკური პროექტირება
  • მასალათა რევიზია, კონსულტაციები შესყიდვების შესახებ და პროექტზე ზედამხედველობა
  • შესყიდული პროდუქციის შემადგენლობა და ფუნქციონალურობა და მათი გამოყენების შესახებ კონსულტაცია და მომსახურება
  • აკუსტიკასთან დაკავშირებული სამუშაოების ადგილზე ზედამხედველობა

ობიექტების ეტაპობრივი პროექტირება

ჩვენი საქმიანობა მოიცავს პროექტის ყველა ძირითად სფეროს, ფუნქციონალურობიდან საექსპერტო მომსახურებამდე და აკუსტიკიდან პერფორმანსისთვის საჭირო ტექნოლოგიების პროექტირებამდე.

ობიექტის პროექტირება იწყება დამკვეთთან ერთად პროექტის დაგეგმარებით, რაც მოიცავს შენობის ფუნქციონალური მახასიათებლების დადგენას. ამავე დროს, დგინდება პროექტის შესრულების წინასწარი ღირებულება და ხდება აკუსტიკური მოთხოვნების წინასწარი განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ მონაწილეობას არქიტექტორის შერჩევაშიც.

პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ჩვენ გავწევთ ასისტირებას პროექტირების სხვადასხვა მიმართულებების განსაზღვრაში. აგრეთვე დავეხმარებით დამკვეთს საინჟინრო საქმიანობის მიმართულებების ჩამოყალიბებაში და საჭიროების შემთხვევაში ინჟინრების შერჩევაში.

ფაქტობრივი პროექტირების ეტაპი შედგება ფუნქციური, აკუსტიკური და შოუ ტექნოლოგიების შემუშავებისგან, აგრეთვე გეგმებისა და მონაცემთა მოდელირების კოორდინაციისგან.

როგორც წესი, ობიექტების პროექტირებისას, ჩვენი საქმიანობა მოიცავს შოუ ტექნოლოგიების შესყიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციას და სამუშაოების შესრულების და აკუსტიკური საქმიანობის ადგილზე ზედამხედველობას. ჩვენ გაგვაჩნია კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებელი ცოდნა, მაგრამ მოხარულნი ვიქნებით პროექტირების ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევითაც.

პერფორმანსის ტექნოლოგიები შეგვიძლია განვიხილოთ ცალკე სერვისად, რა შემთხვევაშიც ჩვენგან ხდება საჭირო შესასყიდი აღჭურვილობის და მისი მომსახურების განსაზღვრა. ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებასთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ კონსულტაციას.

ობიექტის სწორი გამართვა კარგია როგორც შემსრულებლისთვის ისე მსმენელისთვის. თუ წინასწარ მივიღებთ მხედველობაში საშემსრულებლო ხელოვნების სპეციფიურ მოთხოვნებს, ჩვენ შევძლებთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ცვლილებები დაგეგმარების პროცესში და ამასთანავე შევინარჩუნოთ საპროექტო სამუშაოების ხარჯების ეფექტურობა და დროულობა.

ობიექტის პროექტირებაში ჩვენ ვმონაწილეობთ როგორც ექსპერტები, დამპროექტებლები, ტექნოლოგიების შესყიდვის შესახებ კონსულტანტები და სამუშაოების შესრულების ზედამხედველები როგორც მშენებლისთვის ისე მომხმარებლისთვის.

სტანდარტები და აკრედიტაცია

  • ხარისხის სიტემა, რომელიც აკუკონის პროექტებში პასუხობს ISO 9001-ის სტანდარტის მოთხოვნებს

  • IFC 2x3 მოდელი

დამატებითი ინფორმაცია

  • არი ლეპოლოუტო და ტაპიო ილომაკი / შიდა პროექტები

  • ჰენრიკ მიოლერი / საერთაშორისო პროექტები

პარტნიორები

  • Akumek Oy (სასცენო მექანიზმები)

Esitystilat - Svenska Teatern
Esitystilat - Wuxi